ARTWALK - გახდი პერსონაჟი თეატრად ქცეულ თბილისის გარეუბანში

გეპატიჟებით  ინტერდისციპლინარულ, ინკლუზიურ და უპრეცედენტო არტ ივენთზე თბილისში - THE TBILISI INTER3LAB ARTWALK! - თავგადასავალი თბილისის უნიკალურ გარეუბნებში - ბაგების მიკრო-რაიონში. 

ორი დღით, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ბაგები  სახელოვნებო ინტერვენციების ურბანული და კულტურული მასპინძელი გახდება. ქართველი, პოლონელი და არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ურბანულ სივრცეს პერფორმანსების, ინსტალაციების, ვორქშოფებისა და თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმის საშუალებით კულტურულ კატეგორიად გარდაქმნიან.

პირველად მსგავსი პროექტი 2009 წელს ბეთლემის უბანში ჩატარდა, რაც  ქართული პავილიონის შთაგონება გახდა  ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე 2013 წელს.

 

რა არის არტვოქი?

თანამედროვე ექპერიმენტული მულტიმედია გამოფენა, რომელიც ქალაქს თეატრად, ხოლო მონაწილეებს - პერსონაჟებად გარდაქმნის.

 

როგორი ფორმატი აქვს არტვოქს?

 

არტვოქის მარშრუტი რამდენიმე გაჩერებას მოიცავს - 2 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები ეტაპობრივად სტუმრობენ სახელოვნებო დანიშნულების მქონე სხვადასხვა ლოკაციას ბაგებში.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ:

  • არტვოქის მარშრუტზე 2 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები ეტაპობრივად იგზავნება.
  • პირველი ჯგუფი 12:00-ზე იწყებს მოგზაურობას, ბოლო - 20:00-ზე. 
  •  შესვენების დრო განსაზღვრულია 15:00-დან 17:00-მდე.
  •  ერთი ჯგუფისთვის არტვოქის ხანგრძლივობა 2-2.5 საათია.
  •  დაჯავშნეთ მოგზაურობის დაწყების დრო რაც შეიძლება ადრე.
  •  მობრძანდით პირველ ლოკაციაზე დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე.
  •  ჩაიცვით ხანგრძლივი სიარულისთვის შესაბამისი ფეხსაცმელი.
  • არტვოქში მონაწილეთა რაოდენობა შეზრუდულია.

 

არტვოქზე ადგილის დასაჯავშნად, და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვირეკეთ, ან მოგვწერეთ: +995551210203, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

დაწყების ადგილი:

ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/mKcvrWvw2qzGDxfi9



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ დარეგისტრირებულხართ შემოქმედებით გასეირნებაზე - შესაძლოა მოგიწიოთ მოცდა, სანამ პირველი ადგილი გათავისუფლდება.



გაეცანით Inter3lab Artwalk-ების გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: 
bit.ly/Inter3Labs2021-2022 * bit.ly/TranskaukazjaArtWalks 

 

 

OneCaucasus Sponsors