One Caucasus-ის შესახებ

One Caucasus არის ყოველწლიური ინტერდისციპლინული საერთაშორისო ფესტივალი, და, ამასთან, გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ფესტივალი პირველად 2014 წელს გაიმართა. One Caucasus-ს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელი - წერაქვი მასპინძლობს.

როდის?

One Caucasus ფესტივალი ყოველ ზაფხულს იმართება. 2019 წელს ფესტივალი გაიმართება 22-25 აგვისტოს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში. ყოველ წელს One Caucasus პროგრამაზე მუშაობა იწყება აგვისტოს დასაწყისიდან, როდესაც საერთაშორისო მოხალისეები ეწვევიან სოფელ წერაქვს და იწყებენ ათობით სამხატვრო, საგანმანათლებლო, არქიტექტურული და სხვა ქვე-პროექტების ორგანიზებას ადგილობრივი ხალხისთვის და მათთან ერთად.

რატომ ქვემო ქართლი?

კავკასია იტანჯება სხვადასხვა კონფლიქტით. ჩვენ გვსურს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შევქმნათ შთამაგონებელი და უსაფრთხო გარემო მთელი კავკასიის ახალგაზრდების დამეგობრებისა და თანამშრომლობისათვის. ქვემო ქართლი ერთდროულადაა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონი. ეს ის ადგილია სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ უკვე მრავალი წელია. ქვემო ქართლი უნიკალური და იდეალურია One Caucasus პროგრამის იდეისა და ფორმატისათვის.

რა ხდის ფესტივალს განსაკუთრებულს?

One Caucasus-ი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, განმანალებლებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.

მომავალი თაობის ფესტივალი:

  • One Caucasus მომავალი თაობის და განსხვავებული კონცეფციის ფესტივალია, რომელიც აერთიანებს: მუსიკალურ პროექტებს კავკასიიდან და საზღვარგარეთიდან (სხვადასხვა კულტურის წამომადგენლები განსხვავებული მუსიკალური წარსულით და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილებით);
  • მულტიფუნქციური ქალაქი - „ჩვენი ოცნებების არც თუ ისე სრულყოფილი   ქალაქი“)   -   შექმნილი   არქიტექტორების,   მოხალისეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს და აქტივობებს;
  • ვიზუალური ხელოვნების პროგრამა - თანამედროვე ხელოვანები რეალიზებული ადგილობრივი სოფლების ცხოვრების კონტექტში.

ცვლილებების მომტანი:

  • One Caucasus მოაქვს რეალური ცვლილებები ფესტივალის მიღმა - ფესტივალი იყო მიზეზი ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის: წერაქვის გზის ნაწილის შერემონტება (2014). შედეგად წერაქვის, სიონის, ახკულას და სხვა სოფლების მცხოვრებლებს სჭირდებათ 5-10 წუთით ნაკლები მარნეულში, თბილისში და საზრვრებზე მანქანით ჩასასვლელად.
  • თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი მარნეულში, რომელიც წამოვიწყეთ ჩვენ 2015-ში. იგი ხელს უწყობს მარნეულის რაიონის ბიუჯეტის განკარგვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ეს იყო პირველი მსგავსი ინიციატივა კავკასიაში.

ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისთვის განკუთვნილი ფესტივალი:

  • ყოველ წელს უამრავი უცხოელი მოხალისე სხვადასხვა კონტინენტიდან ქმნის One Caucasus ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას.
  • მოიცავს სამხატვრო/არტ პროექტებს (ფილმები, ინსტალაციები და სხვ.), რასაც ქმნიან ქვემო ქართლელი ახალგაზრდები One Caucasus საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
  • ფესტივალზე ტრანსპორტი, დარჩენა და დასწრება სრულიად უფასოა.

 

ჩამოდი და შემოგვიერთდი ამ უნიკალური გარემოს აღსაქმელად!



One Caucasus 2014-2019 ციფრებში:

  • 300-ზე მეტმა მოხალისებ 36 ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მოხალისეობის პროგრამაში. ისინი წარმოადგენდნენ კონკრეტულ პროექტზე მომუშავე ათობით საერთაშორისო გუნდს One Caucasus საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
  • 431 მუსიკოსმა 17 ქვეყნიდან (ინდივიდუალური მუსიკოსებისა და 63 ბენდის ჩათვლით) ერთად შექმნა 32 ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტი და One Caucasus ფესტივალზე წარმოადგინა.
  • 1200-ზე მეტმა ადამიანმა (მეტწილად ახალგაზრდამ) მიიღო მონაწილეობა One Caucasus-ის მიერ განხორციელებულ 71 სხვადასხვა სახის შემოქმედებით-სამხატვრო და საგანმანათლებლო ვორქშოპში ქვემო ქართლის 23 სოფელსა და ქალაქში, რომელსაც 33 ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და ტრენერები უძღვებოდნენ. 
  • One Caucasus ფესტივალს დაახლოებით 10 000 ადამიანი დაესწრო.
  • მარნეულის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კავკასიაში პირველი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამოყო 1,5 მლნ. ლარი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების პროექტებისთვის. ორი წლის განმავლობაში 43 სოფლის 118-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ვორქშოპებში და 43 პროექტის იდეა წარმოადგინა.

 

OneCaucasus Sponsors