როდესაც დავიწყეთ One Caucasus-ის პროგრამის დაგეგმვა ვერც კი წარმოვიდგენდით თუ აღმოვაჩენდით ისეთ ფანტასტიურ პარტნიორებს, როგორ არის მარნეულის ადგილობრივი მთავრობა. მარნეულის გამგეობამ უდავოდ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია „შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა“.

ასე რომ წელს გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი წინ. რა მოხდება თუ კავკასიის ერთ-ერთი რეგიონი დაიწყებს დაგეგმოს კავკასიაში პირველი (და ერთ-ერთი პირველი მთლიან პოსტ-საბჭოთა სივრცეში) თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი?

ეს პროგრესულ-დემოკრატიული პოლიტიკა მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტზე.

პირველი -  ორგანიზაცია One Caucasus-ისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით ორგანიზება გავუკეთეთ ვორქშოფებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რათა დაგვეგეგმა ბიუჯეტის ამ უზარმაზარი პროექტის მთლიანი პროცესი. შემდეგ, სამი რეგიონული ვორქშოფის განხორციელების პროცესში, ივლისის ბოლოს, პროექტში ჩაერთო 118 მონაწილე 43 სოფლიდან. მათ შეისწავლეს თუ როგორ მუშაობს / ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეა. ზემოთ ხსენებული მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებში, რათა დაესახელებინათ თავიანთი სოფლების საკვანძო პრობლემები თანამონაწილეობრივი ბიუჯეტისთვის. აგვისტოში მარნეულის მაცხოვრებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი პროექტები მოცემული ბიუჯეტისთვის. ისინი ერთად გადაწყვეტენ თუ რაზე დაიხარჯოს 1,5 მლნ ლარი (როგორც მინიმუმი) „ღია სამოქალაქო საბჭოზე მარნეულის მოქალაქეებისთვის“ წერაქვში (27-28 აგვისტო). ნახსენები 1,5 მლნ ლარიდან 0.5 მლნ ლარი მოხმარდება მიკრო პროექტებს (10 000 ლარამდე). საერთო ჯამში თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის მთლიან ბიუჯეტში 5%-ზე მეტი.

ჩვენ იმედი გვაქვს ეს პროექტი დარჩება მარნეულში შემდგომი წლების განმავლობაში - ისევე როგორც One Caucasus-ის პროგრამა. ჩვენი წარმატებებით (და რა თქმა უნდა შეცდომებით!) მოტივირებულნი იმედს ვიტოვებთ, რომ შთავაგონებთ სხვა რეგიონებსაც საქართველოში, სომხეთში & აზერბაიჯანში, რათა შეუერთდნენ თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეას, დასახონ გეგმა და წარმართონ იგი.

პროექტი „ადგილობრივი გააქტიურება - თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი მარნეულში“ (Local Activation through Participatory Budget of Marneuli (KD008/WD/2015)) თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამით.

 

OneCaucasus Sponsors