TSU Gordela @ One Caucasus 2020
TSU Gordela at One Caucasus Festival

მოხარული ვართ გაცნობოთ,  რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქალთა ჯგუფი კავკასიაში - გორდელა შემოუერთდება წლევანდელ One Caucasus-ის ფესტივალს @ One Caucasus 2020.

ქართული ხალხური ჯგუფი თსუ გორდელა ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს. ანსამბლის ხელმძღვანელი ვლადიმერ (თამაზ) მამალაძეა. თსუ გორდელა ასრულებს პოლიფონიურ ხალხურ სიმღერებს როგორც კაპელა და ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტით.

ჯგუფის წევრები უკრავენ უძველეს ხალხურ სიმიან ინსტრუმენტებზე როგორიცაა ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ლირა (ჩანგი , ჩასაბერ ინსტრუმენტებზე  - სალამური, ჭიპონი, ლარჭემი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე - დოლი, დაირა და გარმონი. მიუხედავად მცირე პერიოდისა, ანსამბლი ძალიან მალე პოპულარული გახდა. ანსამბლი მრავალი ფესტივალის ლაურეატია, რაც მათ მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

გორდელა ასევე მონაწილეობდა One Caucasus-ის 2014 წლის ფესტივალზე. სენეგალელ მუსიკოს პაკო სართან ერთად მათ შექმნეს ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარი მუსიკალური პროექტი.

 ქართველ ქალთა ხმებისა და ტრადიციული კავკასიური ინსტუმენტების უნიკალური კომბინაცია გზას გვიკვალავს ქართული ხალხური სულის და ერთ-ერთი საუკეთესო კავკასიური შოუს აღმოსაჩენად.

ახლახანს გორდელამ თავისი არსებობის მეათე წლისთავი აღნიშნა. ამ წლების განმავლობაში მათ მოიპოვეს საკუთარი თაყვანისმცემლების სიყვარული, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთაც (სულ ახლახანს ისინი ტურნე დე ფრანსიდან დაბრუნდნენ).  ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ერთად ანსამბლი გორდელა განაგრძობს თავისი თაყვანისმცემლების გაოცებს ახალი მუსიკალური კომპოზიციებისა და ინტერპრეტაციების ვირტუოზული შესრულებით.

 



OneCaucasus Sponsors